ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი

ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი  „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შექმნილია მოქნილი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ქართული ენის სხვა ორენოვანი კორპუსების განვითარებისათვის.

       ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის  პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი თინათინ მარგალიტაძე. პროექტის კოორდინატორია „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ რედაქტორი მაია დავლიანიძე. კორპუსს ყოველდღიურად ემატება ინგლისურ-ქართული პარალელური ტექსტები, რომლებზეც 6 ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობს.

       პარალელური კორპუსის პლატფორმა შექმნა „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დეველოპერმა, გიორგი ქერეჭაშვილმა.

       დღეისათვის პარალელურ კორპუსში არის 12 მილიონზე მეტი სიტყვაფორმა და მისი მოცულობა ყოველდღიურად იზრდება.

       ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი  მოიცავს 2 ქვეკორპუსს: სამეცნიერო ტექსტების კორპუსსა და მხატვრული ლიტერატურის კორპუსს. სამეცნიერო ტექსტების კორპუსში, გარდა სამეცნიერო ლიტერატურისა, სტატიებისა, კონფერენციების თეზისებისა და სხვა, შეტანილია შემდეგი მასალები: სახელმძღვანელოები, სხვადასხვა დარგის სტანდარტები, საკანონმდებლო აქტები, სახელმწიფო უწყებების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები და სხვა.

       მხატვრული ლიტერატურის კორპუსი მოიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის, სულაკაურის გამომცემლობისმიერ თარგმნილ მხატვრულ ლიტერატურას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა გამომცემლობებთანაც.

       ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის სტრუქტურის, ბაზების მოწყობის პრინციპების, ასევე მისი გამოყენების ძირითადი სფეროების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მითითებულ სტატიაში:

  • თ. მარგალიტაძე, გ. მელაძე, ზ. ფურცხვანიძე. „ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი და მისი გამოყენება ქართულ ლექსიკოგრაფიაში“. სამეცნიერო ჟურნალი Lexikos, ტ. 32 (2), 2022.

ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი განთავსებულია შემდეგ მისამართზე:  

lexicography