ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე, Terminology Without Borders, არის ევროპარლამენტის ტერმინოლოგიის კოორდინაციის განყოფილების პროექტი (https://yourterm.eu/).
პროექტის მიზანია სხვადასხვა დარგისა და ქვედარგების ტერმინოლოგიური სიტყვა-სტატიების შედგენა პროექტისათვის შემუშავებული პრინციპების მიხედვით. პროექტი მოიცავს როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნების ენებს. პროექტი თანამშრომლობისათვის იწვევს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს, პროფესორებს, სტუდენტებს და მათი მონაწილეობით გეგმავს დიდი მრავალენოვანი ტერმინოლოგიური ბანკის შექმნას, რომელიც იქნება ღია რესურსი სხვადასხვა ქვეყნებისა და დარგების წარმომადგენლებისათვის და დიდად შეუწყობს ხელს ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ 2022 წელს ჩაერთო ამ მნიშვნელოვან ტერმინოლოგიურ მოძრაობაში (https://termcoord.eu/2022/06/new-platform-for-georgian-online-terminological-dictionaries-and-multilingual-dictionary-management-system/?fbclid=IwAR3hQw-576xshDMQx6xna-rAvKwAf3Tmb1rW8ytaNEj-FkPyEbQ4Lnx8SAM).
ამჟამად, ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით, მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი დარგების ტერმინოლოგიაზე: ფსიქიატრიის ტერმინოლოგია, აუდიტის ტერმინოლოგია და ბიოინფორმატიკის ტერმინოლოგია. შემდეგ ეტაპზე, მუშაობაში ჩაერთვებიან ცენტრის რედაქტორები და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტები.
ანგარიში პროექტის მიმდინარეობის შესახებ ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებსაიტზე.