გიორგი ქერეჭაშვილი

გიორგი ქერეჭაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დეველოპერი. დაიბადა 1983 წლის 8 აგვისტოს, ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებებში და პარალელურად, აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა ვებ-პროექტების დეველოპმენტსა და ტექნიკურ მხარდაჭერაში.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული პროექტების განხორციელებაში:

ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი (მიმდინარე პროექტი)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლების ონლაინქრესტომათია ლექსიკონებითა და გრამატიკული ცნობარებით (2017-2020)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ეურალექს 2016 თბილისი – საერთაშორისო კონგრესის რეგისტრაციის სისტემა (2016)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
დამფინანსებელი: ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაცია

ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონი (2014-2016)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონი (2012-2014)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი (2010-2011)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინლექსიკონი (2009-2010)
პოზიცია: ვებ დეველოპერი, ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
დაფინანსებელი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Fonts.ge – ყველა ქართული ფონტი ერთ საიტზე (2005-)
პოზიცია: მფლობელი, ვებ დეველოპერი, ტექნიკური, მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

lexicography